5 ნიშანი იმის, რომ თქვენს კომპანიაში ჯანსაღი სამუშაო გარემოა
5 ნიშანი იმის, რომ თქვენს კომპანიაში ჯანსაღი სამუშაო გარემოა
1. კომპანია მარტივად ადაპტირდება ცვლილებებთან
გარემო ჩვენს გარშემო მუდმივად იცვლება, ვითარდება, რაც აისახება
ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაზე. პირველი ნიშანი
კომპანიაში ჯანსაღი გარემოს არსებობის არის ის, თუ როგორ უწყობს ფეხს კომპანია ახალ
გამოწვევებს და თანამედროვე სიახლეებს, როგორ იყენებს ახალ რესურსებს და რა ფორმით
გვთავაზობს ამას ჩვენ, როგორც დასაქმებულს.
თუ ერთი წლის უკან თქვენს სამსახურში იგივე სიტუაცია იყო რაც ახლა,
ეს ტოქსიკური გარემოს ნიშანია.
2. ინფორმაციის ხელმისაწვდომობა
მარტივი კომუნიკაცია კომპანიაში,ცოდნის გაზიარება, თანამშრომლების
დროული ინფორმირება და სიახლეების შესახებ ხელმისაწვდომობა არა მარტო დადებითად აისახება
სამუშაოს ხარისხზე, არამედ მნიშვნელოვნად ზოგავს დროს და რესურსებს.
მენეჯმენტსა და თანამშრომლობს შორის მჭიდრო კომუნიკაცია ამცირებს
სამუშაოს შესრულების დროს, და ნაკლები ძალისხმევით უკეთეს შედეგის მიღწევის შესაძლებლობას
იძლევა.
3. ნათლად გაწერილი როლები
და პასუხისმგებლობის განაწილება
შრომით ხელშეკრულებაში ნათლად უნდა იყოს გაწერილი დასაქმებულის მიერ
სამუშაოს შესრულების ტიპი და სახეები. თუმცა, თუ ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ დასაქმებულმა
მაღალი ხარისხით შეასრულოს დაკისრებული მოვალეობა, კომპანიაც პირნათლად უნდა ასრულებდეს
მის მოვალეობებს, უზრუნველყოს დასაქმებულის და მის სამუშაო სივრცეში მყოფი პირების
უსაფრთხოების დაცვა, დროულად მიაწოდოს ინფორმაცია მნიშვნელოვან საკითხებზე და რაც მთავარია
შეასრულოს დანაპირები. ეს შეიძლება იყოს დაწინაურება, დასვენების დროის მიცემა, სტაჟირების
შემდეგ დასაქმება და ა.შ
4. სამუშაო და პირადი ცხოვრების ბალანსი
სამუშაო კვირის განმავლობაში დროის უმეტეს ნაწილს სამსახურში ვატარებთ,
ამიტომ კომპანია უნდა აფასებდეს იმ დროს, რასაც დასვენების სახით გვაძლევს.
შესვენების დრო, დასვენების დღეები და ნებისმიერი არასამუშაო დრო
რომელიც დასვენებისთვის გვეძლევა გვიქმნის იმ ბალანსს, რომელიც პირადი ცხოვრებისთვის
უნდა გამოვიყენოთ, აღვიდგინოთ ენერგიადა ვისიამოვნოთ თავისუფალი დროით.
5. დასაქმებულები თავს დაფასებულად
გრძნობენ
ჩვენ მიერ შესასრულებელი სამუშაო შეიძლება გვანვითარებდეს კარიერულად,
გვასწავლიდეს ან გვანიჭებდეს ფინანსურ სტაბილურობას, ყველა შემთხვევაში ჩვენი და კომპანიის
ურთიერთობა თანასწორ უფლებებს და პასუხისმგებლობებს უნდა ეფუძნებოდეს. ხოლო შესრულებული
საქმის დაფასების გრძნობა კიდევ ერთი ნიშანია იმისა, რომ თქვენ ჯანსაღ გარემოში მუშაობთ.




Comments
Post a Comment