საყურადღებო რისკები და სპეციალური მითითება განსაკუთრებით მძიმე სამუშაოზე დასაქმებულთათვის


 შრომის კოდექსის განსაკუთრებული ჩანაწერი მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოზე დასაქმებულთათვის

პირველ რიგში განვმარტოთ რას გულიხსმობს მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი სამუშაო:

მძიმე სამუშაო - ზემოქმედებას ახდენს უპირატესად ადამიანის ორგანიზმის საყრდენ-მამოძრავებელ აპარატსა და ფუნქციურ სისტემებზე (გულ-სისხლძარღვთა, სასუნთქი და სხვა);

მავნე სამუშაოს შეუძლია გამოიწვიოს პროფესიული დაავადება, შრომისუნარიანობის დროებითი ან მდგრადი დაქვეითება, გაზარდოს სომატური და ინფექციური დაავადებების სიხშირე და დაარღვიოს შთამომავლობის ჯანმრთელობა;

ხოლო საშიშპირობებიანი სამუშაო შეიძლება გახდეს მწვავე დაავადების, ადამიანის ჯანმრთელობის უეცარი, მკვეთრი გაუარესების ან გარდაცვალების მიზეზი;

შრომის კოდექსი ადგენს განსაკუთრებული მითითებას აღნიშნულ სამუშაოზე დასაქმებულთათვის, კერძოდ,  ჯანმრთელობის დაზიანების მაღალი რისკიდან გამომდინარე, მათ ეკუთვნით 10 კალენდარული დღით დამატებითი ანაზღაურებადი შვებულება კუთვნილი 24 დღის გარდა.

გარდა ამისა, შრომის კოდექსის 28-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად მძიმე, მავნე ან საშიშპირობებიან სამუშაო პირობებში ღამის სამუშაოზე დასაქმებული პირისთვის 24 საათის განმავლობაში მაქსიმალური სამუშაო დრო 8 საათს არ უნდა აღემატებოდეს.

ხოლო ვისთვის არ შეიძლება შრომითი ხელშეკრულების დადება აღნიშნული სიმძიმის სამუშაოს შესასრულებლად შემდეგია: 

1. არასრულწლოვანი

2. ორსული

3. ახალნამშობიარები ან მეძუძურ ქალი

 #შენთვის, თუ გსურს ჯანსაღი სამუშაო გარემო

აღმოაჩინეთ შრომის სამართლის აკადემიის მიერ მომზადებული ვიდეორგოლების სერია, სამუშაო ადგილას თქვენი მენტალური და ფიზიკური ჯანმრთელობის დასაცავად

იხილეთ სრული პროგრამა ლინკზე: 

შპს „შრომის სამართლის აკადემია“
მადლობას გიხდით თანამშრომლობისთვის და 
გისურვებთ წარმატებებს და უსაფრთხო სამუშაო გარემოს!

Comments