რამდენი დასვენების დრო გაქვთ დღის მანძილზე?


ადეკვატური შესვენებისა და დასვენების დროის განსაზღვრა მნიშვნელოვანია როგროც სამუშაოს მაღალი ხარისხით შესასრულებლად, ასევე დასაქმებულის ჯანმრთელობის უზრუნველსაყოფად.

რას გულისხმობს შესვენების დრო?

ერთ უწყვეტ ცვლაში, ანუ დღის მანძილზე თუ თქვენი სამუშაო დრო შეადგენს 6 საათს ან მეტს, დასაქმებულს წარმოეშობა შესვენების უფლება, არანაკლებ 60 წუთით, რომელიც დასაქმებულმა უნდა განკარგოს საკუთარი ინტერესების შესაბამისად და მოწყდეს დამსაქმებლის დაქვემდებარებაში ყოფნას.

კანონი მხარეებს შესაძლებლობას უტოვებს განსაზღვრონ დასვენების უფრო ხანგრძლივი დრო, თუმცა, აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, დაუშვებელია 60 წუთზე ნაკლები დროის განსაზღვრა.

რას გულისხმობს დასვენების დრო?

7 დღიანი პერიოდის განმავლობაში დამსაქმებელი ვალდებულია უზრუნველყოს დასაქმებული არანაკლებ 24 საათისა. მხარეთა შეთანხმებით შესაძლებელია გათვალისწინებულ იქნას რომ დასაქმებულმა 14 დღის განმავლობაში მიმდევრობით ორჯერ ისარგებლოს 24- საათიანი დასვენების დროით.

ამასთან ცვლებში მუშაობასთან დაკავშირებით, შრომის კოდექსი ავალდებულებს დამსაქმებელს, ცვლებს შორის დასვენების დროდ დასაქმებულს განესაზღვროს არანაკლებ 12 საათი, ანუ 24 საათიანი პერიოდის მანძილზე დასაქმებულს უნდა ქონდეს 12 საათიანი დროის მონაკვეთი პირადი და სოციალური ცხოვრებისთვის.

„შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის კანონიერ წარმომადგენელს ან მხარდამჭერს უფლება აქვს, დასვენების დღეების გარდა, თვეში ერთხელ ისარგებლოს დამატებითი ანაზღაურებადი დასვენების დღით ან დამსაქმებელს შეუთანხმოს შრომის შინაგანაწესით გათვალისწინებულისგან განსხვავებული სამუშაო დრო.“ 

განსაკუთრებული მითითება გვაქვს ორსულის, ახალნამშობიარების, მეძუძური ქალების და მცირეწლოვანი ბავშვის მშობლების დასვენების პერიოდზე, რომელთაც ეძლევათ დამატებითი დრო კონსულტაციებისთვის, ბავშვის მოვლისა და კვებისთვის.

დეტალებისთვის გაეცანით პროგრამას და გამოიყენეთ თქვენი უფლებები პირადი და სამუშაო ცხოვრების ბალანსის უზრუნველსაყოფად. 


 #შენთვის, თუ გსურს ჯანსაღი სამუშაო გარემო


აღმოაჩინეთ შრომის სამართლის აკადემიის მიერ მომზადებული ვიდეორგოლების სერია, სამუშაო ადგილას თქვენი მენტალური და ფიზიკური ჯანმრთელობის დასაცავად

იხილეთ სრული პროგრამა ლინკზე: 



შპს „შრომის სამართლის აკადემია“
მადლობას გიხდით თანამშრომლობისთვის და 
გისურვებთ წარმატებებს და უსაფრთხო სამუშაო გარემოს!

Comments