რა უნდა ვიცოდეთ შრომითი ურთიერთობის დაწყებამდე?
ინფორმაციის გაცვლა შრომითი ხელშეკრულების დადებამდე
შრომის კოდექსის
მიხედვით დამსაქმებელი ვალდებულია კანდიდატს მიაწოდოს შემდეგი ინფორმაცია:
1. შესასრულებელი
სამუშაოს შესახებ;
2. შრომითი ხელშეკრულების
ფორმის (ზეპირი ან წერილობითი) და ვადის (განსაზღვრული ან განუსაზღვრელი) შესახებ;
3. შრომის პირობების
შესახებ;
4. შრომითი ურთიერთობისას
დასაქმებულის უფლებრივი მდგომარეობის შესახებ;
5. შრომის ანაზღაურების
შესახებ.
თავის მხრივ, კანდიდატი ვალდებულია, რომ აცნობოს დამსაქმებელს ყველა ის გარემოება, რომელთაც რა გავლენას მოახდენს სამუშაოს შესრულებასა თუ დამსაქმებლის ინტერესებზე. ვალდებულების დარღვევით შეიძლება, საფრთხე შეექმნას სამუშაოს შესრულებას ან მთლიანობაში შრომის ორგანიზაციას, ამდენად, მნიშვნელოვანია კანდიდატის თვისებები (კვალიფიკაცია, უნარები, გამოცდილება) და ასევე სხვა გარე ფაქტორები. დამსაქმებლის ინტერესებში მოიაზრება ნებისმიერი სიკეთე, მაგალითად, ქონებრივი ინტერესი, მესამე პირებთან კავშირებიდან გამომდინარე პიროვნული თუ საქმიანი ურთიერთობები და სხვ.
Comments
Post a Comment