რამდენ საათს შეადგენს თქვენი სამუშაო დრო?
თქვენი სამუშაო და პირადი ცხოვრების ბალანსისთვის
იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფო არ დაიცავს ადამიანებს ასეთ პირობებში მუშაობისაგან, ის ფაქტობრივად აიძულებს მათ, იმუშაონ თავიანთი ჯანმრთელობის ან სოციალური (პირადი) ცხოვრების ხარჯზე, ან დარჩნენ შემოსავლის გარეშე. აშკარაა, რომ პირის მიერ ასეთ პირობებში მუშაობის არჩევა გამოწვეულია მხოლოდ მისთვის სხვა არჩევანის არარსებობით. შესაბამისად, მის მიერ სამუშაოს შესრულება უფრო მეტად ემსგავსება იძულებას, ვიდრე შრომის თავისუფლების რეალიზებას.”
შრომით ურთიერთობებში სამუშაო დროის შეზღუდვის მიზანია დასაქმებულისთვის
გონივრული დასვენების დროის მინიჭება, რათა იზრუნოს საკუთარი პირადი ცხოვრების განკარგვაზე,
შესაძლებლობა ჰქონდეს მონაწილეობა მიიღოს სხვადასხვა საზოგადოებრივ აქტივობებში, დააბალანსოს
პროფესიული, კარიერული თუ პირადი ცხოვრება, იგრძნოს თავი სტაბილურად და რაც მთავარია,
არ მოხდეს მათთვის იმ ხანგრძლივობის სამუშაო დროის განსაზღვრა, რომელიც მოუსპობს შესაძლებლობას
თავისუფლად განკარგოს საკუთარი დრო, ზიანს მიაყენებს მის ჯანმრთელობას და ხელს შეუშლის
სოციალური ურთიერთობების დაბალანსებას, რომელიც პირდაპირპროპორციულად აისახება მის
მიერ სამუშაოს შესრულების ხარისხზეც.
საქართველოს კანონმდებლობაში სამუშაო დროის საათობრივ ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს კვირაში 40 საათს,
ხოლო ისეთ საწარმოებში,
სადაც შრომითი პროცესი ითვალისწინებს 8 საათზე მეტი ხანგრძლივობის უწყვეტ რეჟიმს, (კომპანიის ნორმალური ფუნქციონირების
უზრუნველსაყოფად) - 48 საათს. ასეთი ტიპის ორგანიზაციები იწოდებიან სპეციფიკური
სამუშაო რეჟიმის მქონე საწარმოებად.
უკანასკნელი ცვლილებებით განისაზღვრა რომ 16-დან 18 წლამდე არასრულწლოვანთა
მუშაობის დღიური საათობრივი ოდენობა უნდა შეადგენდეს არაუმეტეს 6 საათს, ხოლო 14-დან
16 წლამდე არასრულწლოვანის სამუშაო დროის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს სამუშაო
დღის განმავლობაში 4 საათს.
აღნიშნული წარმოადგენს დროის მაქსიმალურ მონაკვეთს, რომლის ფარგლებშიც მხარეები, საკუთარი თავისუფალი ნებიდან გამომდინარე, განსაზღვრავენ სამუშაო საათების ოდენობას, რაც წარმოადგენს ერთგვარ ბერკეტს დასაქმებულის ინეტესების დასაცავად. შესაბამისად დროის მაქსიმალური ლიმიტის დაწესება სწორედ დამსაქმებელთა შეუზღუდავი დისკრეციის და საკუთარი ძალაუფლებისა თუ დომინანტური მდგომარეობისთვის გამომრიცხავ გარემოებად გვევლინება და განსაზღვრავს შრომითი ხელშეკრულების მხარეთა მოქმედების ფარგლებს.
Comments
Post a Comment