როგორ შეგვძლია დავიცვათ თავი დამსაქმებლის მხრიდან დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენების შემთხვევაში
შრომითი ურთიერთობის სპეციფიკიდან გამომდინარე დასაქმებული როგორც პიროვნულად, ისე მატერიალურად დამოკიდებულია დამსაქმებელზე, შესაბამისად არსებობს რისკი და საფრთხე იმისა, რომ დამსაქმებელი საკუთარი
პოზიციიდან გამომდინარე ბოროტად გამოიყენებს მისთვის მინიჭებულ უფლებებს.
შრომის
სამართალი არეგულირებს შრომის ხელშეკრულების მხარეთა თანასწორობასა, უზრუნველყოფს მათ
შორის უფლებრივი „ასიმეტრიის შემცირებას“, შრომის სამართალი აბალანსებს მხარეთა
უფლებების ფარგლებს და ჩარჩოებში აქცევს დამსაქმებლის უფლებებს.
რა უნდა ვიცოდეთ იმისთვის, რომ შევძლოთ ჩვენი უფლებების დაცვა:
1. შრომითი ხელშეკრულებით არ შეიძლება, განისაზღვროს შრომის კოდექსით გათვალისწინებულისაგან განსხვავებული ნორმები, რომლებიც აუარესებს დასაქმებულის მდგომარეობას.
2. ბათილია შრომითი ხელშეკრულების ის პირობა, რომელიც ეწინააღმდეგება შრომის კოდექსს, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულება აუმჯობესებს დასაქმებულის მდგომარეობას.
3. შრომის სამართლის დებულებების ინტერპრეტირება, ასევე მათი შეცვლა-მოდიფიცირება მხოლოდ დასაქმებულის სასარგებლოდ არის დასაშვები.
დამსაქმებლის მიერ საკუთარი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების აღმოფხვრა მხოლოდ განათლებით შეგვიძლია
#შენთვის, თუ გსურს ჯანსაღი სამუშაო გარემო
შპს „შრომის სამართლის აკადემია“
მადლობას გიხდით თანამშრომლობისთვის და
Comments
Post a Comment