როგორ კარგავთ 22 761 ლარს წელიწადში



"შრომითი ურთიერთობა წარმოიშობა მხარეთა თანასწორუფლებიანობის საფუძველზე და გულიხსმობს დასაქმებულის მიერ დამსაქმებლისათვის სამუშაოს შესრულებას ანაზღაურების სანაცვლოდ."
იცოდეთ რა ღირს თქვენი შრომა როდესაც თქვენი შრომითი პირობები არ არის დაცული:

o   თუ სამსახურში გიწევთ დამატებით 1 საათის გატარება მაინც სამუშაო დროის ამოწურვის შემდეგ

o   თუ სრულად ვერ იყენებთ ანაზღაურებადი შვებულების დღეებს

o   თუ ვერ იყენებთ შესვენების უფლებას

o   თუ უქმე დღეებში მუშაობის შემთხვევაშიც იმავე ანაზღაურებას იღებთ რასაც ყოველდღიურად

o   თუ ავადმყოფობის გამო დღეები არ გინაზღაურდებათ

o   თუ გამოსაცდელი პერიოდი არ გინაზღაურდებათ

o   თუ ვერ იყენებთ ორსულობის გამო კონსულტაციებისთვის დამატებით საათებს

o   თუ ვერ იყენებთ მცირეწლოვანი ბავშვის კვების/მოვლისთვის დამატებით საათებს

o   თუ ვერ იყენებთ შშმ პირის მოვლისთვის დამატებით საათებს

o   თუ ღამის სამუშაოზე იგივე ანაზღაურებას იღებთ რასაც დღის განმავლობაში

o   თუ სამსახური არ უზრუნველგყოფთ ჯანმრთელობის დაზღვევით / ღამით დასაქმებულთათვის უფასო სამედიცინო გამოკვლევებით

o   თუ დამსაქმებლის ბრალით მოცდენის პერიოდი არ გინაზღაურდებათ

o   თუ არ იცით თქვენი შრომითი უფლებები...

2024 წლის მონაცემებით საქართველოში საცხოვრებელი ხელფასი Wageindicator-ის გამოთვლებით შეადგენს 2061,13 ლარს, (თბილისის მონაცემები)

საცხოვრებელი ხელფასის შესაბამისად გამოვითვალეთ ის თანხა, რასაც დასაქმებული ყოველწლიურად კარგავს, მაშინ, როცა ვერ იყენებს ზემოთ ჩამოთვლილ უფლებებს:

(გამოთვლები არის მიახლოებითი და იზრდება თქვენი ანაზღაურების პროპორციულად)

"თუ ქვეყანაში არ იქნება ღირსეული შრომა, ვერ იქნება ეკონომიკური კეთილდღეობა, კომპანიების სტაბილური განვითარება და ქვეყნის ეკონომიკური წინსვლა"

თუ ხარ დასაქმებული, დამსაქმებელი ან ეხლა ეძებ სამსახურს...

თუ გსურს პირობები სადაც დააბალანსებ პირად და კარიერულ ცხოვრებას, აღიდგენ ენერგიას, შესაძლებლობა გექნება მონაწილეობა მიიღო სხვადასხვა საზოგადოებრივ აქტივობებში და თავისუფლად განკარგო საკუთარი დრო და რაც მთავარია თავიდან აირიდო ჯანმრთელობის პრობლემები, რომელიც სამუშაოს შესრულებისას წარმოიშობა.

აღმოაჩინეთ შრომის სამართლის აკადემიის მიერ მომზადებული ვიდეორგოლების სერია, სამუშაო ადგილას თქვენი მენტალური და ფიზიკური ჯანმრთელობის დასაცავად

 #შენთვის, თუ გსურს ჯანსაღი სამუშაო გარემო

იხილეთ სრული პროგრამა ლინკზე: 



შპს „შრომის სამართლის აკადემია“
მადლობას გიხდით თანამშრომლობისთვის და 
გისურვებთ წარმატებებს და უსაფრთხო სამუშაო გარემოს!

Comments