რა ითვლება ფსიქოლოგიურ შევიწროებად სამუშაო ადგილას?

ფსიქოლოგიური შევიწროება სამუშაო ადგილას, განგრძობადი ქმედებაა, რომელიც შესაძლოა თვეები ან წლები გაგრძელდეს. აღნიშნული შეიძლება სერიოზული ზიანის მომტანი გახდეს ინდივიდებისა და ორგანიზაციებისთვის მოკლე, თუ ხანგრძლივ პერსპექტივაში.


რა ითვლება ფსიქოლოგიურ შევიწროებად სამუშაო ადგილას:


  • მითითების / სამუშაო დავალების მიუცემლობა
  • ურთიერთსაწინააღმდეგო მითითების მიცემა
  • გადაჭარბებული დავალების მიცემა
  • კომპეტენციასთან შეუსაბამო დავალების მიცემა
  • არაგონივრული ვადის დაწესება დავალების შესასრულებლად
  • არსობრივად შეუსრულებელი დავალების მიცემა
  • სამუშაო პროცესის გადაჭარბებული მონიტორინგი
  • შესრულებული სამუშაოს მითვისება
  • ხმამაღალი საუბარი
  • მუდმივი კრიტიკა
  • კითხვაზე პასუხის გაუცემლობა
  • ცილისმწამებლური კომენტარები
  • უსაფუძლო ბრალდება
  • დამამცირებელი სამუშაო გარემოს შექმნა
  • პირადად და საჯაროდ სიტყვიერი დამცირება

წყარო: შრომის კოდექსის კომენტარი, შველიძე, 2023, მუხლი 4


სამუშაო ადგილზე ფსიქოლოგიური ზიანის აღმოფხვრა მოითხოვს ყოვლისმომცველ მიდგომას, რომელიც აერთიანებს პრევენციას, მხარდაჭერას და აქტიურ მენეჯმენტს. პოზიტიური სამუშაო გარემოს შექმნა არა მხოლოდ სარგებლის მომტანია თანამშრომლებისთვის, არამედ ხელს უწყობს ორგანიზაციის საერთო წარმატებასა და პროდუქტიულობას.

 აღმოაჩინეთ შრომის სამართლის აკადემიის მიერ მომზადებული ვიდეორგოლების სერია, სამუშაო ადგილას თქვენი მენტალური და ფიზიკური ჯანმრთელობის დასაცავად 

#შენთვის, თუ გსურს ჯანსაღი სამუშაო გარემო

იხილეთ სრული პროგრამა ლინკზე: 



შპს „შრომის სამართლის აკადემია“
მადლობას გიხდით თანამშრომლობისთვის და 
გისურვებთ წარმატებებს და უსაფრთხო სამუშაო გარემოს!

Comments