რა ხდება მაშინ, როდესაც შრომის ხელშეკრულების ჩანაწერი ბუნდოვანია ან არ გვაქვს?

 

რა ხდება მაშინ, როდესაც შრომის ხელშეკრულების ჩანაწერი ბუნდოვანია, არ გვაქვს ან წინააღმდეგობაში მოდის შრომის სამართლის ნორმებთან?

შრომითი ხელშეკრულება დასაქმებულს იცავს ბუნდოვანი და განუსაზღვრელი მოვალეობებისგან. შრომის კოდექსი განსაზღვრავს შრომითი ურთიერთობის მინიმალურ სტანდარტებს, რომელიც პირნათლად უნდა შესრულდეს ორივე მხარის მიერ. შრომითი ხელშეკრულებით არ შეიძლება განისაზღვროს შრომის კოდექსისგან გათვალისწინებულისაგან განსხვავებული ნორმები, რომლებიც ამძიმებს დასაქმებულის მდგომარეობას. (მაგ. კვირის განმავლობაში ნორმირებულ 40 საათიან გრაფიკზე ხანგრძლივი სამუშაო საათები, შევენების დროის გამოყენების შეზღუდვა, ანაზღაურებადი შვებულების გამოუყენებლობა და ა.შ.) 

"ბათილია დასაქმებულთან დადებული ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების ის პირობა, რომელიც ამ კანონს ან იმავე დასაქმებულთან დადებულ კოლექტიურ ხელშეკრულებას ეწინააღმდეგება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულება აუმჯობესებს დასაქმებულის მდგომარეობას"

საქართველსოს უზენასი სასამართლოს განმარტებით, საქმეზე (№ას-1079-2020, 28 სექტემბერი, 2021 წელი) „ის გარემოება, რომ ხელშეკრულება ყველა პირობაზე შეთანხმებას არ შეიცავს, ვერ შეცვლის იმ ფაქტს, რომ მხარეთა შორის არსებობდა შრომითსამართლებრივი ურთიერთობა და ვერ განიმარტება დასაქმებულის ინტერესების საზიანოდ.“

შესაბამისად საქართველოს კანონმდებლობა მხარს უჭერს დასაქმებულის უფლებას დავის წარმოშობის შემთხვევაში შრომის ხელშეკრულების არ ქონის ფაქტი, ან მისი ჩანაწერის ბუნდოვანება განიმარტოს დასაქმებულის სასარგებლოდ.

იმისთვის, რომ ნათელი იყოს დასაქმებულისთვის თუ რა უფლება-მოვალეობებით არის აღჭურვილი შრომით ურთიერთობაში, დამსაქმებელს ეკისრება ვალდებულება წერილობითი ფორმით მიაწოდოს შრომითი ხელშეკრულება

გაეცანით 10 პირობას რომელიც თქვენს შრომით ხელშეკრულებაში უნდა გაიწეროს: 

ა) ინფორმაცია შრომითი ხელშეკრულების მხარეთა შესახებ;

ბ) მუშაობის დაწყების თარიღი და შრომითი ურთიერთობის ხანგრძლივობა;

გ) სამუშაო დრო და დასვენების დრო;

დ) სამუშაო ადგილი და ინფორმაცია დასაქმებულის სხვადასხვა სამუშაო ადგილის შესახებ, თუ მისი მუდმივი ან ძირითადი სამუშაო ადგილი განსაზღვრული არ არის;

ე) თანამდებობა (არსებობის შემთხვევაში მიეთითება რანგი, თანრიგი, კატეგორია და სხვა) და შესასრულებელი სამუშაოს სახე ან აღწერილობა;

ვ) შრომის ანაზღაურება (მიეთითება ხელფასი, აგრეთვე არსებობის შემთხვევაში − დანამატი) და მისი გადახდის წესი;

ზ) ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურების წესი;

თ) ანაზღაურებადი შვებულების ხანგრძლივობა, ანაზღაურებისგარეშე შვებულების ხანგრძლივობა და ამ შვებულებების მიცემის წესი;

ი) დამსაქმებლისა და დასაქმებულის მიერ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის წესი;

კ) კოლექტიური ხელშეკრულებების დებულებები − იმ შემთხვევაში, თუ ამ დებულებებით დასაქმებულთა შრომის პირობები განსხვავებულად რეგულირდება.

აღმოაჩინეთ შრომის სამართლის აკადემიის მიერ მომზადებული ვიდეორგოლების სერია, სამუშაო ადგილას თქვენი მენტალური და ფიზიკური ჯანმრთელობის დასაცავად

 #შენთვის, თუ გსურს ჯანსაღი სამუშაო გარემო


იხილეთ სრული პროგრამა ლინკზე: 


შპს „შრომის სამართლის აკადემია“
მადლობას გიხდით თანამშრომლობისთვის და 
გისურვებთ წარმატებებს და უსაფრთხო სამუშაო გარემოს!

Comments